12:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 13:00:51, 620 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - 2021 იქნება აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი

2021 იქნება აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ საქართველო კვლავ შეინარჩუნებს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ლიდერის ადგილს.

„ქვეყნდება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზი, ამ ეტაპზე, ჩვენ ნეგატიურ ზრდაზე გვაქვს საუბარი, ანუ ქვეყნის ეკონომიკა წინასწარი პროგნოზით შემცირდება 6%-ით, ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებალია, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა სერიოზული გაჯანსაღება, რომელიც იყო სხვა ქვეყნების ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიგანლი სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ, მეორე ტალღამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს, თავისი დაღი დაასვა და საბოლოოდ შედეგი იმაზე მძიმეა, ვიდრე ვპროგნოზირებდით.

ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ 2021 წელი იყოს ზრდის და ეკონომიკის აღდგენის წელი, ხედავთ, რომ უკვე პირველ გეგმებზე ვსაუბრობთ, თუნდაც ტურიზმის ინდუსტრიაში, სხვა მიმართულებებითაც აქტიურად ვმუშაობთ. 2021 წელი იქნება აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი. მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ყველა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია თანმხდება, რომ საქართველო კვლავაც შეინარჩუნებს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიციას, 5%-ზე მეტი საშუალო ეკონომიკური ზრდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics