|
2021-01-28 20:44:37, 440 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ნდობის ჯგუფთან შეხვედრაზე განვიხილეთ თუ რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რისი გამოსწორებაა საჭირო და რაზეც ვმუშაობთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დეპუტატებთან საუბარი იყო, 2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თუ რა გააკეთა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს, რისი გამოსწორებაა საჭირო, რაზეც ვმუშაობთ. „ნდობის ჯგუფში გავაკეთეთ მოხსენება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ძირითადი თემა, ერთ-ერთ იყო სასაზღვრო პოლიცია. ვისაუბრეთ, თუ რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს, რისი გამოსწორებაა საჭირო, რაზეც ვმუშაობთ. იყო რა თქმა უნდა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემა, რა იყო 2020 წელს, რა გავაკეთეთ, რა აღვკვეთეთ. ასევე, ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, შეიძლება ხშირად არაპოპულარული, სტრატეგიული მილსადენების დაცვის უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ამას და ამაზეც ვისაუბრეთ. საუბარი იყო საიდუმლო შესყიდვების საკითხზე, რაც გვაქვს, მცირე გვაქვს ძალიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ესეც წარვადგინეთ, თუ რაში გამოვიყენეთ ეს თანხები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)