|
2021-01-28 11:12:10, 582 ნახვა
კომენტარი
პრემიერის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზეა და მისი შენარჩუნების შემთხვევაში, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყება
„უნდა დავიწყოთ მსჯელობა, რომ მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა ადრე დავიწყოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. „მაშინ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვები დავაწესეთ, ეს იყო დეკემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, მაშინ დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში იყო უაღრესად მაღალი და ზოგ ქალაქში 30%-ს გადააჭარბა. 4% რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4% ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, 7დღის განმავლობაში და როგორც ჩანს დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას, ამიტომ ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა, იმაზე თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ ჩვენ ბავშვებს მივცეთ კლასებში სწავლის დაწყება. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის თვალსაზრისით მიღწეული შედეგი, რომელიც როგორც ფაქტი დღეს გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)