10:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 14:28:35, 571 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - პანდემია არ დასრულებულა და მოლოდინი, რომ ყველაფერი აღდგება, ჯერ არ უნდა გვქონდეს

ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინსიტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ჯერჯერობით არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ყველაფერი დაუბრუნდება 2019-2018 წლის რეჟიმს.

„ჩვენ არც გვქნოდა ამის მოლოდინი და არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ელი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდებოდა, ეს შეუძლებელია, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ყველა ამაზე საუბრობს, რომ პანდემიის დამარცხება ცალკე აღებულ ქვეყანაში შეუძლებელია, ეს არის მთელი მსოფლიოს მიერ კონსოლიდირებული ძალისხმევის შედეგი.

მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2019-2018 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ პირევლი ნაბიჯები იდგმევა იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, თუკი გვექნა უფრო მისაღები დადებითობის მაჩვენებლი,

ვიწყებთ იმით, რომ აღდგება ფრენები, ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა ავიახომალდებით აივსება, ამასაც თავისი გარკვული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გააკეთონ თავისი ბიზნეს გეგმა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics