|
2021-01-20 00:04:53, 765 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ელისაშვილ-მეგრელიშვილზე : მათი პოზიცია არღვევს საერთოდ ამ მოლაპარაკებების შედეგებით დასრულების შესაძლებლობას
„მათი დღევანდელი პოზიცია არღვევს საერთოდ ამ მოლაპარაკებების შედეგებით დასრულების შესაძლებლობას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში შეხვედრა სჯობს. „ოპოზიციაში არეულობა აწყობს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ტაქტიკურადაც, სტრატეგიულადაც, მოლაპარაკებების პროცესში მსგავსი საჯარო დისკუსიები არასწორია. მესამე, პოზიციების ცვლა საჯარო დისკუსიებში იმის გარეშე, რომ პროგრესი არ გაქვს მოლაპარაკებებში, არასწორია – მოლაპარაკებების ანბანია. მე არ მიყვარს ის, რომ ახლა გამოვიდე და ვთქვა, რომ ვახო მეგრელიშვილი ეს არის, ელისაშვილი ის არის... იმიტომ, რომ მე ამის მტკიცებულებები არ მაქვს. მათი დღევანდელი პოზიცია არღვევს საერთოდ ამ მოლაპარაკებების შედეგებით დასრულების შესაძლებლობას. ამიტომაც, გავაუქმე შეხვედრა და ვთქვი, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში დასვხდეთ, მეგობრებო, და მაშინ თუ პოზიციების ცვლილებებზეა საუბარი, ყველა დავსხვდეთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)