10:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-16 21:54:33, 727 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი თამაზი ბუკნარზე - ნებისმიერი სარწმუნოება სახელმწიფოებრივი ხუნდებისგან თავისუფალი უნდა იყოს

„ნებისმიერი სარწმუნოება სახელმწიფოებრივი ხუნდებისგან თავისუფალი უნდა იყოს“, - ამის შესახებ დეკანოზ თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არც ერთი სარწმუნოებ არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან.

„ბუკნარში მომხდარი კონფლიქტი ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს შორის, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რატომ უნდა იყოს ნებისმიერი სარწმუნოება სრულიად თავისუფალი სახელმწიფოებრივი, ნაციონალური, პოლიტიკური თუ სხვა მიწიერი ხუნდებისგან.

მართლმადიდებელმა ქართველებმაც უნდა იცოდნენ ეს და მუსლიმმა ქართველებმაც.

ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არასოდეს, არც ერთი სარწმუნოება არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან.

რწმენა ყველა ეროვნების და ყველა მიწიერი საზღვრის მიღმაა. ასეა ისლამშიც და ასეა ქრისტიანობაშიც.

საკუთარი ქვეყანა და ამ ქვეყნის თავისუფლება უნდა უყვარდეს საქართველოს მოქალაქეს, მუსლიმსაც და ქრისტიანსაც, და არც ერთმა არ უნდა დაუშვას, რომ ბოროტისმსურველმა მათი სარწმუნოებით მანიპულირება მოახერხოს საქართველოს წინააღმდეგ, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან.

ეს უნდა გვახსოვდეს, ესაა მთავარი“, - წერს დეკანოზი თამაზი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics