2021-01-15 17:45:05, 841 ნახვა
კომენტარი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ საქმეში ბევრი მოწმე გამოჩნდება
„საქმეში ბევრი მოწმე გამოჩნდება“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილი მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.
როგორც ის მედიასთან აღნიშნავს, გამოძიებამ ხელი დააფარა მკვლელებს.
„საქმეში ბევრი მოწმე გამოჩნდება. მე ეს ვიცოდი. ველოდებოდით რომ ნამუსით წავიდოდა გამოძიება, მაგრამ სულ არასწორად წავიდა. პირველი დღიდან გაყალბების რა ვერსიც ჰქონდათ, იმ ვერსის მიაწვნენ. ფაქტი სხვანაირია. ხელი დააფარეს მკვლელებს“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან