01:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 15:54:35, 682 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი დასრულდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი დასრულდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობას წარედგინება.

„მოგეხსენაბთ, რომ უკვე საქართველო კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო გასული წლის აგვისტოში, როდესაც პირველი კომუნიკაციები მოხდა კოვაქს პლატფორმასთან, ოფიციალურად საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ გაერთიანდებოდა კოვაქს პლატფორმაზე და გააფორმა ხელშეკრულება კოვაქს პლატფორმასთან სექტემბერში და გადაიხადა წინასწარი შენატანი.საქართველოს აქვს უფლება შეარჩიოს იმ 5-6 ვაქცინიდან, რომელიც განთავსდება კოვაქს პლატფორმაზე შესაბამისი ვაქცინა, რომელიც უფრო მეტად იქნება მისაღები ქვეყნისთვის.

ამაში ჩართული იყო მრავალი უწყება, ასევე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და დღეს არსსებობს უკვე პირველი პროექტი, დასრულებული ამ ეროვნული გეგმის, დღევანდელ საბჭოზე მოხდა განმეორებით ამ დარულებული ვერსიის წარდგენა, იყო განხილვა, იყო წინადადებები, შენიშვნები და, რა თქმა უნდა, კონსენსუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ წარედგინა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics