08:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 20:06:54, 781 ნახვა

კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი პარტიიდან არც ერთი დეპუტატი არ აპირებს დარიცხულ ხელფასებს ხელი მოკიდოს

„ჩვენი პარტიიდან არც  ერთი დეპუტატი არ აპირებს დარიცხულ ხელფასებს ხელი მოკიდოს“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია რა დანიშნულებით გამოიყენებს პარტია სადეპუტატო ხელფასებს.

„მე ვფიქრობ, ესეც მორიგი სიცრუეა. ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ კობახიძეს კონკრეტული გვარები დაესახელებინა, ვინ მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა და მერე ეს პოლიტიკოსები თავად გასცემდნენ პასუხს.

ვინაიდან ზოგადი, ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ასეთი ფაქტები არ არსებობს.

რაც შეეხება პარლამენტის იმ წევრებს, რომლებსაც დაერიცხათ ხელფასი იმიტომ, რომ ისინი წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ, ახლა ჩვენი პარტიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დეპუტატი არ აპირებს ხელი მოკიდოს ამ ფულს.

ამ ფულს გამოვიყენებთ ქველმოქმედებისთვის, ან რაღაც სხვა მიზნებისთვის, ან ისევ ხაზინაში დავაბრუნებთ. დავსხდებით და ამაზე მოვილაპარაკებთ, მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics