20:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 00:23:08, 821 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ. რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება მიმდინარეობს. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას და შემდეგ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა.

მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა, როგორ აღმოაჩინეს იქ- ყველა ნიმუშის ათი პროცენტის სეკვენირება ხდება.

გენომის სეკვენირება ძვირად ღირებული სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ, თუ იქნება დადასტურება, რა თქმა უნდა მოსახლეობას ვაუწყებთ.

ვიცით, ბრიტანული და უკვე სხვა წყაროებიდანაც, რომ თითქოს ამ შტამს უფრო სწრაფად გავრცელების, ადვილად გადადების უნარი აქვს და არ არის უფრო ვირულენტური, ანუ არ არის უფრო აგრესიული. ისიც ვიცით, რომ დღეს უკვე დასრულებული ან დასრულების ფაზაში მყოფი ვაქცინები ამას გადაფარავენ, ამ შტამის საწინააღმდეგოდაც იმოქმედებენ. ეს არ არის ახალი აღმოჩენა.

ამის შესახებ ჯერ კდევ სექტემბერში იყო საუბარი. რადგან რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებთ. ამიტომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics