22:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 12:49:19, 616 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - დიდი ალბათობით, გაზაფხულიდან ქვეყანაში ვაქცინაცია უნდა დაიწყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაზაფხულიდან ქვეყანაში ვაქცინაცია დიდი ალბათობით უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, იქმნება გეგმა ვაქცინის შემოსატანად, რომელიც იანვარში დასრულდება.

„რაც შეეხება ვაქცინაციას პირველი მოთხოვნა იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს არის ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მისი დანერგვის გეგმა, რაც უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ გეგმას, რაც მოიცავს პერსონალის რეგულირებას. გეგმის შემუშავება დასრულდება იანვრის ბოლოს. ჩართულია ამაში ექსპერტთა გუნდი და ამ მოთხოვნებს შევასრულებთ. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს, საქართველოს დღესვე შეუძია მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული. ვფიქრობთ, რომ მარტი არის რეალური დრო, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად განვსაზღვრეთ, თუმცა ვცდილობთ, რომ თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, უფრო ადრეც დავიწყოთ. გაზაფხულიდან ქვეყანაში ვაქცინაცია დიდი ალბათობით უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics