22:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 22:55:04, 704 ნახვა

კომენტარი
ბენ ჰოჯესი - ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ დასავლური ინტეგრაციიდან უკან დახევა დაიწყო

„ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ დასავლური ინტეგრაციიდან უკან დახევა დაიწყო“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მთავრობის ქმედებებს, რომელიც ქვეყანას დასავლური და ევროპული ინვესტიციებისთვის მიმზიდველს გახდის.

„არის გრძნობა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ დასავლური ინტეგრაციიდან უკან დახევა დაიწყო.

ბიზნესის თვალსაზრისით ვერ ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა რამეს აკეთებდეს, რათა ქვეყანა დასავლური და ევროპული ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს.

ვერ ვხედავ ძლიერ განცხადებებს, რომელიც მოდის მთავრობიდან, იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებს კრემლი, მაშინ როცა ის საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics