|
2020-12-24 15:52:55, 450 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს
„ჩვენთვის ძალიან მძიმეა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვებს უკავშირდება. გვესმის, რომ სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, მოლებში მეტადაა შესაძლებელი რიგების კონტროლი, წესრიგის და სანიტარიული ნორმების დაცვა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მოლებს განესაზღვრათ. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესები დაირღვა, პრემიერის მიერ მყისიერი რეაგირება დაევალა შრომის ინსპექციას. „მეორე დახმარების პაკეტით ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ. გვესმის, რომ ამ ადამიანებს ეკონომიკურად ვაზიანებთ, მაგრამ შეზღუდვების გადაწყვეტილებები ეფუძნება ეპიდემიოლოგების რჩევებს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)