06:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 20:48:41, 377 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა

„ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მაჩვენებლების მიუხედავათ, წინა მთავრობისთვის ქვეყანაში ისევ 90-იანი წლებია.

„სულ ყოველთვის არის საუბარი, რომ იმატა დანაშაულმა, დაიქცა ქვეყანა, დავბრუნდით 90- იან წლებში. ხშირად მაქვს გაკეთებული კომენტარი, რომ  ეს არ არის ასე. სტატისტიკა საჯაროა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, თუმცა არა, დარწმუნებული ვარ, შესულებიც არიან, ნანახიც აქვთ  10 000 ჯერ, შეკრებილი და შეჯამებულიც აქვთ, თუმცა არ უნდათ, დაიქცა ქვეყანა, ასეა საჭირო.

ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, მაგალითად, ყაჩაღობის 42% იანი კლების მაჩვენებელი არის ძალიან დიდი ციფრი. თვალსაჩინოებისთვის მინდა ერთი-ორი სიტყვით გითხრათ:  2006 წელს დაიწყო სტატისტიკის წარმოება, ბატონი ვანო მერაბიშვილის დროს, როცა მინისტრი ბრძანდებოდა.

იმ წელს, ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა და დღეს გაქვს 135 შემთხვევა, შარშან იყო 152 შემთხვევა. იგივე, 2007 წელს იყო 1208, 1008, 700. ეს ჩვენი შევსებული არ არის. ეს არის მათივე შევსებული და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია. იგივე შემიძლია ვთქვა, გახსნის მაჩვენებელი რომ იყო 35-40%. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი დაწერილი არ არის, სტატისტიკა დევს, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ.  

გახსნის მაჩვენებელი დღეს არის 70%, 71%, 65 % , ვსაუბრობ 2018, 2017, 2016 წლის მაჩვენებელზე. ეს არის მათი უბედურება, არ უნდათ დანახვა. მხოლოდ ყაჩაღობის მაგალითი მოვიყვანე ეხლა. იგივე ვითარებაა გამოძალვის და , ძარცვის შემთხვევაშიც.  სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაიქცა ქვეყანა, 90- იანი წლები დაბრუნდა და აშ.. სამწუხაროა, ასე რომ უდგებიან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics