|
2020-12-21 14:58:33, 594 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება
საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით 1 თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. 2022 წლიდან ასევე 3 წლით გაგრძელდება გაზიფიცირების პროგრამა. ნათია თურნავას თქმით, 2019 – 2024 წლებში, ჯამში, დაახლოებით 600 დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს. „ამ მაჩვენებლით საქართველო ერთერთი ყველაზე მეტად გაზიფიცირებული ქვეყანაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც მომავალში ასევე გაგრძელდება, უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციაა. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან სოფლებზე, რომელთა ელექტრიფიკაციაც მიკრო ჰესებისა და მზის პანელების დამონტაჟების მეშვეობით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)