17:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 13:41:25, 466 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანმა მომდევნო წლებში გამოწვევების საპასუხოდ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი მოწვევის პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც უნდა დაიძლიოს მომდევნო წლებში.

მისი თქმით, აუცილებელია 2022 წლიდან მოხდეს ვალის რადიკალური შემცირება და ის დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.

„ჩვენი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ: მთავრობის ვალის მაჩვენებელი, რომელმაც მიაღწია მშპ-ს 60%-იან ნიშნულს უნდა შემცირდეს, ვალის შემცირების გზა ყოველწლიური დეფიციტის შემცირებაა. აუცილებელია 2022 წლიდან მოხდეს ვალის რადიკალური შემცირება და ის დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს; ეკონომიკური განვითარებისთვის და ინფრასტრუქტურული მიზნების მისაღწევად, მიზანშეწონილია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე, საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი, უნდა მოხდეს ფისკალური რისკების მინიმიზაცია, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებებიდან მომდინარე ვალდებულებებისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილება, ასევე აუცილებელია განხორციელდეს საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რათა მათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics