11:11 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 20:26:25, 728 ნახვა

კომენტარი
მეგრელიშვილი - თავმჯდომარის წასვლა მიუთითებს, რომ „ენმ“ კრიზისულ სიტუაციაში საჭირო პოზიციებზე ჩამოყალიბებული არაა

„თავმჯდომარის წასვლა მიუთითებს, რომ „ენმ“ არაა ჩამოყალიბებული პოზიციებზე, რომელიც საჭიროა კრიზისულ სიტუაციაში“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მკაფიო პოზიციების არ არსებობა იწვევს გაუგებრობას პოლიტიკურ პარტიებში.

„ცოტა რთულია სხვა პარტია შევაფასო, როდესაც ცოტა ხნის წინ ჩვენს პარტიაშიც იყო მსგავსი გაყოფა თუ გაუგებრობა. მაგრამ განსხვავება „გირჩსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არის უზარმაზარი.

ენმ არის დიდი პარტია, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ვართ,  თითქმის მთავარ როლს თამაშობს და ენმ-ზე ძალიან ბევრი რამე იყო და არის დამოკიდებული.

ამ მომენტში ზუსტად ნაციონალური მოძაობის თავმჯდომარის წასვლა ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ თავად ენმ მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული იმ პოზიციებზე, რომელიც ასე რიგად საჭიროა დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში პოლიტიკური პარტიისთვის, რომ გასაგები იყოს, ხვალ თუ ასე განვითარდება ჩვენ ასე ვიქცევით, თუ სხვანაირად, მაშინ სხვანაირად მოვიქცევით.

ასეთი მკაფიოობა და ასეთი სიცხადე ნამდვილად არაა პოლიტიკური პარტიებისთვის დღევანდელ ვითარებაში დამახასიათებელი და ამას მიანიშნებს ის პრობლემაც, რომელიც ბატონ გრიგოლსა და მის პარტიას შორის გაჩნდა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics