2020-12-05 14:24:36, 706 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ მეგრელიშვილი - დღეიდან „გირჩში“ შიდა საუბრები იწყება
„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა კომენტარი გააკეთა პარტიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან „გირჩის“ შიდა ჯგუფებში იწყება საუბარი, თუმცა კონკრეტულად რაზე, ამაზე მას განმარტება არ გაუკეთებია.
„გუშინდელი დღე იყო ბოლო დღე, როდესაც მე მედიას „გირჩის“ შიდა კონფლიქტზე განმარტებები გავაკეთე და გასაგები მიზეზების გამო გავაკეთე ეს. დღეიდან „გირჩის“ შიდა ჯგუფებში ვიწყებთ საუბარს, რომელიც ალბათ რაღაცა დროს მოითხოვს, ემოციების დაცხრომას მოითხოვს და აქედან გამომდინარე, მე რომ ახლა რამე გითხრათ ამ პროცესს გავაფუჭებთ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან