2020-12-04 14:52:24, 541 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეზე - გუშინწინ მეგობრები ვიყავით, ვფიქრობ, დახმარება სჭირდება
„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის წევრები ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით გაკვირვებული არიან.
როგორც მან აღნიშნა, თავად პარტიის დატოვებას არ აპირებს.
„ეს პოსტი ჩემი აზრით საბაბი იყო, რომლის უკანაც არ ვიცი რა დგას. გუშინწინ მეგობრები ვიყავით. მგონია, რომ ჩვენს მეგობარს დახმარება ესაჭიროება და ეს უნდა გავარკვიოთ. მსგავსი რამე მე არ გამიგია. ზურაბ ჯაფარიძე არის ერთი მარტო და დანარჩენი „გირჩი“ გაკვირვებულია ამით. საიდან უნდა წავიდე? აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მისი და თანაპარტიელების გზები გაიყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,