23:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 16:19:30, 667 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე - „ქართულმა ოცნებამ“ დაგვაბრუნა შევარდნაძის დროში, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს ეკონომიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალის ნიშნული მიუახლოვდა შევარდნაძის მმართველობის დროინდელ ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, რადგან საგარეო ვალი სოციალური პაკეტების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის გადარჩენის ნაცვლად, კორუფციულ პროგრამებს ხმარდება.

„ყველაზე მაღალი საგარეო ვალი საქართველოს ჰქონდა შევარდნაძის პერიოდში, როდესაც ქვეყანა მართლა დანგრევის პირას იყო და ის შეადგენდა შიდა პროდუქტის 63%-ს, გაისად საქართველოს საგარეო ვალი იქნება შიდა პროდუქტის 61%, ანუ ჩვენ ფაქტიურად მაკროეკონომიკურად „ქართულმა ოცნებამ“ დაგვაბრუნა შევარდნაძის დროში, როდესაც ნებიემიერ დროს შეიძლება მოხდეს სახელმწიფო დეფოლტი და სახელმწიფო ეკონომიკის ბოლომდე ჩამოშლა.

რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, მთელი ეს აღებული თანხა ხმარდება არა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, არა სოციალური უზრუნველყოფისა და დაცვის პაკეტების შემუშავებას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის, არა ეკონომიკის გადარჩენას, არამედ ხმარდება ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომლებიც წლიდან წლამდე იზრდება და ხმარდება კორუფციულ პროგრამებს.

ორი უზარმაზარი უბედურებაა, ვალი, რომელიც ჩამონგრევით და დეფოლტით ემუქრება ჩვენს ეკონომიკას და არასწორად და კორუფციულად დახარჯული ფული, ანუ ამ ვალისგან არანაირი სარგებელიც არ აქვს ქვეყანას და ხალხს, ისე იხარჯება ამხელა ფული, რომელიც გახლავთ ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics