01:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 13:32:26, 646 ნახვა

კომენტარი
ირმა ნადირაშვილი - ხელისუფლებას სურს, მძევლად აიყვანოს ადამიანები და ევაჭროს ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში

ძალიან ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ბანდას, რომელიც ადამიანების მძევლად აყვანით ვაჭრობს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, ოპოზიციური ლიდერების განახლებულ სასამართლო პროცესებს.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ აიყვანის მძევლად ადამიანები და ამით ევაჭროს ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში.

„ერთი მეორეს მიყოლებით ჩანიშნეს სასამართლოები, პოლიტიკური პროცესები, საქართველოს მთავრობამ დაარღვია შეთანხმება, რომელიც მას გაფორემბული ჰქონდა მათ შორის ელჩების თანდასწრებით, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდებოდა, ეს შეთანხმება დაირღვა და ძალიან ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ჯგუფს, ბანდას, რომელიც ადამიანების მძევლად აყვანით ვაჭრობს.

ბიძინა ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ახლა უნდა, რომ ადამიანები აიყვანოს მძევლად, პირად პოლიტიკურ პატიმრებად და ამით ევაჭროს ოპოზიციას.

ვთვლი, რომ ერთიანობა და კიდევ ერთი მტკიცე განცხადება, რომ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია და არ აურჩევია ხალხს, შესვლა იქნება გარიგება ბიძინა ივანიშვილთან და ამაზე ოპოზიცია წასვლას არ აპირებს“, -  განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და „მთავარი არხის“ დირექტორის პროცესები განახლდა. კერძოდ, 7 დეკემბერს ნიკა გვარამიას, 10 დეკემბერს გიგი უგულავას, 14 დეკემბერს ირაკლი ოქრუაშვილის, ხოლო 15 დეკემბერს ნიკა მელიას სასამართლო პროცესები ჩაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics