2020-11-30 12:59:00, 513 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე აჭარაში გამართულ აქციებს უპასუხისმგებლობას უწოდებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აჭარაში გამართულ აქციებს უპასუხისმგებლობას უწოდებს.
როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განმარტა, დღეს, ყველა, მათ შორის პოლიტიკური პროცესით უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვის ეტაპს.
„დღეს ჩვენ სულ ყველა, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩლებოდეს პანდემიის მართვას, იმიტომ რომ ჩვენ სერიოზული პანდემიის წინაშე ვართ, სერიოზული ზრდა გვაქვს ინფიცირების, ამის შეჩერების რამოდენიმე მიდგომა არებობს და ერთ-ერთი სწორედ ის შემზღუდველი ღნისძიებებია, რაც ქვეყანამ დააწესა და დაწესება ერთია, შესრულება კი, მეორე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან