2020-11-27 13:38:20, 513 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, ქვეყანაში 421 თავისუფალი საწოლია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დილის მონაცემებით, ქვეყანაში 421 თავისუფალი საწოლია
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საწოლები შენარჩუნდეს მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის.
„დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა იყო 421, რა თქმა უნდა, გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საწოლი შენარჩუნებული იყოს მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის და პაციენტს თუ არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროში“, - განაცხადა გაბუნიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან