2020-11-25 15:45:02, 469 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მიზანია არ დაველოდოთ პიკს და მოვახერხოთ მისი დროული შეჩერება
პიკთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით გარკვეულ ღონისძიებებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია არ დაელოდოს პიკს და მოახერხოს მისი დროული შეჩერება.
„პიკთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, იცით, რომ მთავრობა გადის კონსულტაციებს შეზღუდვებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანა არ დაველოდოთ პიკს და მოვახერხოთ მისი დროული შეჩერება, რათა ამან საშულება მისცეს სამედიცინო სექტორს გნაგრძოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში“, -განაცხაა ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან