2020-11-21 10:09:05, 480 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - მე ხმა მივეცი ორ ღირსეულ ბათუმელს, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ ბათუმს და რეგიონს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკური არჩევანი ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„მე ხმა მივეცი ორ ღირსეულ ბათუმელს, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ ბათუმს და რეგიონს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და აჭარის წარმატებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ რომ არც ერთი ხმა არ იყოს დაკარგული და ყველამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),