|
2020-11-20 00:06:49, 588 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია
პანდემიის პირობებში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსები უცვლელი დარჩა და მას თანხები არ მოკლებია. ამის შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვისას“ განაცხადა. კახა კალაძემ უსაფუძვლო უწოდა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საახალწლო განათებების ხარჯები, თითქოს, მერიის სოციალურ პროგრამებს მოაკლდა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. „ძალიან ბევრი იწერება იმაზე, რომ იმ თანხებით, რაც საახალწლო განათებებზე იხარჯება, დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთადერთი მიმართულება ამ რთულ ვითარებაში და პანდემიის პირობებში, რომელსაც არ შევხებივართ, არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გადაწევა, დაფინასების შეჩერებაც მოგვიწია, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იყო სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია. ბიუჯეტის 30 პროცენტი - 350 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. არასდროს მითქვამს და არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა, უამრავ პროგრამას ვაფინანსებთ. პირადად მე, ჩემი შესაძლებლობებით, უამრავ ადამიანს ვეხმარები, არა მხოლოდ მე და მუნიციპალიტეტი, არამედ სახელმწიფო, ხელისუფლება, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ოჯახებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამდენად, რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ საახალწლოდ ქალაქი იყოს გალამაზებული, ბავშვებს გავულამაზოთ ახალი წლის დღეები, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და არ წავართმევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ახალ წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ეპიდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში იგეგმება საახალწლო ღონისძიებები. „საახალწლო ღონისძიებებზე ცოტა მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, განსხვავებულ ფორმატში მოგვიწევს ამის გაკეთება. რაც მთავარია, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე გალამაზებული, განათებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)