2020-11-05 14:03:32, 742 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ის პოლიტიკური აქტივობები, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს პიკის მოსვლას
„ის პოლიტიკური აქტივობები, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს პიკის მოსვლას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერი თქმით, იმაზე უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ელოდნენ.
„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობები რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება ვიდრე ველოდით, რადგან რეალურად ის მობილობა, რასაც აქციები იწვევს, პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან“, - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან