10:45 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 18:23:13, 775 ნახვა

კომენტარი
ამირან გოგიტიძე ქუთაისში გარდაცვლილ გოგონაზე - გარდაცვალების დღეს დადგინდა, რომ პაციენტი კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული

„გარდაცვალების დღეს დადგინდა, რომ პაციენტი კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული“, - ამის შესახებ სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძახებისთანავე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დროულად მოახდინა პაციენტის ტრანსპორტირება კლინიკაში.

„აღნიშნულ პაციენტთან გამოცხადება შემოვიდა 26 ოქტომბერს, გამოძახების მოტივი იყო მაღალი წნევა, როდესაც სამედიცინო დახმარების ჯგუფის გაგზავნის წინ დაუკავშირდა ინიციატორს ოპერატორი, მათ მიუთითეს, რომ პაციენტი უკეთ იყო და სასწრაფო დახმარების მისვლა არ იყო საჭირო.

მეორე გამოძახება აღნიშნულ პაციენტთან გამოძახება დაფიქსირდა 31 ოქტომბერს ღამის საათებში. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მყისიერად გავიდა ადგილზე და მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება კლინკა „უნიქალ მედში“.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში გამოძახების მოტივი იყო სუნთქვის გაძნელება და ცხელების დიაგნოზი. სამწუხაროდ პაციენტი პირველ ოქტომბერს გარდაიცვალა. პისიარ ტესტირება გაკეთდა პაციენტზე და გარდაცვალების მომენტში დადგინდა, რომ ის იყო კოვიდ-19-ით ინფიცირებული“ , - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics