2020-09-14 15:08:43, 18278 ნახვა
ომი უკრაინაში
ხვალიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალაში შედის
ხვალიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალაში შედის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები დაწესდება მხოლოდ იქ, სადაც ვირუსის გავრცელების შედარებით მაღალი მაჩვენებლია.
„ხვალიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შედის ძალაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს, როდესაც ესა თუ ის შეზღუდვა შემოგვაქვა, ამას ლოკალურად ვაწესებთ. ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავცრელება უფრო მეტად ხდება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან