2020-08-20 11:30:44, 17023 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 4 ლენჯერიდანაა, 3 იმპორტირებულია, 1 მედპერსონალია, 1-ის წყარო კი, უცნობია
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 3 იმპორტირებულია, 1 მედპერსონალია, 1-ის წყარო კი, უცნობია.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს გვაქვს 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 4 პაციენტის წყარო ლენჯერია, სამი არის შემოტანილი შემთხვევვა, აქედან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენით მიზნით", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან