2020-08-14 12:08:51, 7929 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია - ქალაქები არ ჩაიკეტება
დაავადებათა ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მესტიაში ძირითადი ინფექცია ლოკალიზებულია, ხოლო ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია მართვადია.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არავითარი ქალაქების ჩაკეტვა არ იქნება.
„მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან