18:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-09 12:12:13, 5839 ნახვა

სამხედრო
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საველე შეკრებაზე იმყოფება

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მომავალი წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსს გადიან. ახალგაზრდულ ლეგიონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ეროვნულმა გვარდიამ საბაზისო კურსის მონაწილეებს ახალი სამხედრო ფორმები გადასცა და ლოჯისტიკური საკითხები უზრუნველყო. კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. მომზადების გავლის შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონს შეუერთდებიან.

სასწავლო კურსი 10 შეხვედრას მოიცავს. აღნიშნულ კურსზე მიღება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიზანია, მომავალი თაობა სამხედრო საქმით დააინტერესოს და სამხედრო-პატრიოტულ თემებს პოპულარიზაცია გაუწიოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics