|
2020-08-03 13:48:28, 16995 ნახვა
ომი უკრაინაში
აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული პირი მედპერსონალია
აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული მედპერსონალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტს რაიმე ქრონიკული დაავადება არ უფიქსირდება. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 18 პაციენტი. მათგან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთადერთ პაციენტს ესაჭიროება ინტენსიური თერაპია, თუმცა მას მართვითი სუნთქვა არ სჭირდბა. რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, ესაა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან და ამის შემდგომ თავადაც დაინფიცირდა. მკურნალობდა აფხაზეთში, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და 1 აგვისტოს რუხის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია. გუშინ გადმოიყვანეს ჩვენთან. მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამჟამად პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები. საკმაოდ საყურადღებო პაციენტია, რადგან აფხაზეთში საკმაოდ მძიმე პნევმონია უფიქსირდებოდა“, - განაცხადა გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)