2020-07-27 19:30:15, 11516 ნახვა
სპორტი
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდდეგ ბასილაშვილი პირველად ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს.
საქართველოს პირველი ჩოგანი მსოფლიოს 257-ე ჩოგანს, მიშა ზვერევს დაუპირისპირდება.
სპორტსმენები გერმანიის საჩვენებელ ტურნირზე შეხვდებიან ერთმანეთს, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰალეში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. სპორტსმენს გიროს სახით 100 000 ლარი შეეფარდა. ბასილაშვილს ბრალი არ უღიარებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი 16 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი აგვისტომდე გადაიდო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,