2020-06-24 11:22:46, 16384 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ19-ით ინფიცირებული სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა, ერთი კი, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა, ერთი კი, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
„დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 914 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც სამით გაიზარდა. ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს.
სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის საკარანტინე სივრციდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან