2020-06-18 11:50:23, 19521 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ჰიდროქსიქლოროქსინის“, როგორც კოვიდ19-ის სამკურნალო პრეპარატის შესწავლის პროცესს აჩერებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წყვეტს იმის შესწავლას თუ როგორ მოქმედებს მალარიის სამკურნალო პრეპარატი, „ჰიდროქსიქლოროქსინი“, კოვიდ19-ის სამკურნალოდ.
ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
გაეროს ჯანმრთელობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა „აჩვენა, რომ „ჰიდროქსიქლოროქსინი“ ჰოსპიტალიზირებულ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის შემცირებას არ იწვევს“.
ცნობისთვის, „ჰიდროქსიქლოროქსინს“ დიდი ხანია მალარიის, ლუპუსისა და ართრიტის სამკურნალოდ იყენებენ, მაგრამ არ არსებობს ცნობები მისი ეფექტურობის შესახებ Covid-19– ის წინააღმდეგ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან