15:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 16:41:39, 14314 ნახვა

ომი უკრაინაში
„იბუპროფენმა“ და სხვა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა შესაძლოა, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობა გაზარდოს

იბუპროფენმა და სხვა ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლებმა შესაძლოა, კოვიდინფიცირებულ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სიკვდილიანობა გაზარდოს - ამის შესახებ ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს. 
სამხრეთ კორეაში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებში იბუპროფენი და სხვა იდენტური ტკივილ გამაყუჩებლები ლეტალობის მაჩვენებელს 65%-ით ზრდის. ისინი გართულებებს იწვევს და განკურნების პროცხესს ანელებს და სიკვდილიანობის რისკს ზრდის. 
რაც შეეხება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ისინი 85%-ით ზრდიან გულის და თირკმელების სერიოზული დაავადებების წარმოქმნის შანსს. 
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გარკვეულ ტიპის მედიკამენტების, მაგალითად იბუპროფენის, ასპირინის და ნაპროქსენის შეძენა შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათი ღირებულება კი მინიმალურია.  
ზემოთაღნიშნული მედიკამენტები ძრითადად თვის, მენსტრუალური კუნთების ტკივილის გამაყუჩებლად, ან გრიპის და გაციების დროს გამოიყენება. 

"ჩვენ საკითხს ახლა უფრო დეტალურად ვიკვლევთ. მანამდე კი, საკუთარი გადაწყვეტილებით მედიკამენტის მიღებისას სჯობს იბუპროფენის ნაცვლად პარაცეტამოლი მიიღოთ. ხოლო თუ იბუპროფენს სამედიცინო პროფესიონალი დაგინიშნავთ, ეს უკვე მათი კომპეტენციაა", - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქრისტიან ლინდმეიერი.
კვლევების თანახმად,  ჩამოთვლილი მედიკამენტები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ რამოდენიმე პროცენტზე ახდენს დადებით ზეგავლენას, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი გამოყენება ზედმეტი სიფრთხილით უნდა მოხდეს. 
ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გამოყენებული მედიკამენტების უარყოფითი ჩვენებების შესახებ გამოქვეყნდა, თუმცა ამის შესახებ "NHS"-ის იუწყება, რომ სანამ არ არსებობს მტიკიცებულებები ჩამოთვლილი სამკურნალო მედიკამენტების შესახებ მკურნალობიდან მათი ამოღება არ იგეგმება. 
მათი განცხადებით, იბუპროფენი უსაფრთხოა კორონავირუსით ინფიცირების სიმფტომების მქონე პაციენტთათვის. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics