2020-06-17 11:08:28, 16016 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 2 დაავადებულთან კონტაქტია, 6 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო ერთის წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 2 დაავადებულთან კონტაქტია, 6 საკარანტინე სივრციდან იმპორტირებულია, ხოლო ერთის წყარო უცნობია.
მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის 3 სატვირთოს ავტომანქანის მძღოლია.
„ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 6 გახლავთ საკარანტინე სივრციდან ყველა შემოტანილი შემთხვევა, ამ 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,