22:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 20:29:49, 15441 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - კორონავირუსზე სტომატოლოგების და ფარმაცევტების ტესტირებაც იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე სტომატოლოგებისა და ფარმაცევტების ტესტირებაც იგეგმება.

მისი თქმით, სტომატოლოგები გადამზადდებიან, რათა ტესტის ნიმუშის აღება თავად მოახერხონ.

„დღეს ტესტირება მიმდინარეობს ცხელების და კოვიდის ბენეფიციარების, საკარანტინო სივრცეების, სხვა სტაციონარების, ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის, ემერჯენსის თანამშრომლების, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების, სხვა სტაციონარების პაციენტების, ვისაც ცხელება აქვს ან აქვს პნევმონია, „ცხელების კლინიკის“ თანამშრომლების, სასწრაფოს თანამშრომლების, თვითიზოლაციაში მყოფების, თავშესაფრების ბენეფიციარების - მოხუცთა სახლების და მათი პერსონალის. ასევე, საკარანტინო სივრცეების პერსონალის და საკარანტინო სივრციდან, ვინც გამოდის მე-13, მე-14 დღეს, მათ ვტესტავთ და ამან დიდი შედეგი მოგვცა. დღესაც რამდენიმე შემთხვევა სწორედ საკარანტინო სივრცეში დადასტურდა, საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლების, ასევე ჩვენი ცენტრის და ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლების, ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევების და ასევე, ჩვენი PCR ლაბორატორიის თანამშრომლების. ამავე დროს, ალბათ 2-3 დღეში დაიწყება ტრაილერების მძღოლების ტესტირება. ამის შემდეგ ჩვენ საუბარი გვაქვს და ვემზადებით სტომატოლოგების ტესტირებისთვის. დაიწყება მათი გადამზადება, რომ ნიმუშები თვითონ აიღონ. ასევე, ფარმაცევტების. ეს გვაქვს გეგმაში, რადგან მათ საკმაოდ მჭიდრო შეხება აქვთ ადამიანებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics