2020-05-20 10:55:58, 12253 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ დეპარტამენტში ერთი პირი მკურნალობს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ დეპარტამენტში ერთი პირი მკურნალობს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის „ფეისბუქ“ გვერდზე ვკითხულობთ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკაში 23 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„20 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 35 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 23 პაციენტი.
რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს.
თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 28 პაციენტი“, - აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის „ფეისბუქ“ გვერდზე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან