2020-05-19 10:48:50, 15779 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადყოფოში კვლავ ორი მძიმე პაციენტი მკურნალობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კვლავ ორი მძიმე პაციენტი მკურნალობს.
ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა და უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება.
„ჩვენთან დადასტურებული დიაგნოზით 30 პაციენტი მკურნალობს. მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაშ და უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება.
ახალი პაციენტი ჩვენთან არაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან