13:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 10:49:18, 1900 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - ქვეყანაში გამოჯანმრთელებულები ასზე მეტია, ვიდრე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულები ასზე მეტია ვიდრე ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები.

მისი თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებული 372 პაციენტია, ხოლო კოვიდ ცენტრებში 264 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 639 დადასტურებული შემთხვევა და რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და არის 647 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული იყო 349 და დაგვემატა 23 და არის 372. ამ მონაცემებისა და გარდაცვალებულთა გამოკლებით, ჩვენ ამ ეტაპზე 264 პაციენტი გვყავს, რომლებიც მკურნალობენ დადასტურებული კოვიდ ცენტრებში. გამოჯანმრთელებულები ასზე მეტია ვიდრე ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics