13:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 11:59:25, 1295 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 38 პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსზე 38 პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითი მიიღეს.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში 44 პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

„38 უარყოფითი პასუხია მოსული. ამჟამად კლინიკაში სულ 44 პაციენტი იმყოფება, დაწყებულია პაციენტების გადაყვანა. გუშინ კვლევაში მყოფი პაციენტების პასუხიც მოვიდა და ისიც უარყოფითია, ეს პაციენტები გადაყვანილი არიან კლინიკიდან. პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმისაა. პაციენტები, ვისაც პათოლოგიები ჰქონდათ, სომატურ კლინიკებში გადაიყვანეს, ხოლო ვისაც პათოლოგია არ დაუფიქსირდა, საკარანტინო ზონაში.

გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 38 პაციენტი გაეწერა და ისევ 38 პაციენტი მივიღეთ. 14:00 საათისთვის უკვე დაიწყება ტესტის აღება. ტესტირება პერსონალსაც და პაციენტებსაც ჩაუტარდებათ“,- განაცხადა მარეხი ბექაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics