2020-04-20 12:09:58, 14653 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - 53 პაციენტს კორონავირუსით განპირობებული მწვავე პნევმონია აქვს
„53 პაციენტს აქვს დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული შემთხვევით განპირობებული მწვავე პნევმონია“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
ლევან რატიანის განცხადებით, ამ პაციენტებთან სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს.
„53 პაციენტს აქვს დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული შემთხვევით განპირობებული მწვავე პნევმონია. ასევე ამ პაციენტებთანაც დაწყებულია სიმპტომური მკურნალობა.
გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
დღეს რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება კლინიკიდან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან