2020-04-18 11:05:27, 8860 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - გვაქვს 33 ბოქსირებული პალატა, რომელშიც მაქსიმუმ 72 პაციენტის განთავსება შეგვიძლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 33 ბოქსირებული პალატაა, სადაც მაქსიმუმ 72 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი.
მისი თქმით, კლასტერებად ინფიცირებული პაციენტების ერთად განთავსება შესაძლებელია.
„ჩვენ 33 ბოქსირებული პალატა გვაქვს. ამ 33 პალატაში ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ მინიმუმ 66, ხოლო მაქსიმუმ 72 პაციენტი. ასე რომ, 72 პაციენტის მიღების საშუალება გვაქვს. როცა კლასტერებად არის პაციენტების ინფიცირება, მათი ერთად განთავსება შესაძლებელია. თუ დამოუკიდებელი წყაროებია ცალ-ცალკე თავსდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,