23:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 21:42:00, 1013 ნახვა

სპეციალური ანონსი
18 ივლისის ანონსი

10:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა რეგიონული შეხვედრა გაიმართება.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი” 

11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატებს საჩუქრად გადასცემენ. 
მის: შ. რუსთაველის გამზ. #3, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება საერთო სასამართლოების ახალი მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრება.
მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, შესასვლელი სასამართლოს ეზოს უკანა მხრიდან

11:00 საათზე, ,,ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავს. 
მის: ერეკლე მეორეს მოედანი N3

12:00 საათზე, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) იმსჯელებს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისათვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მის.: ა. მიცკევიჩის ქ. N19

13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნიან.
საკონტაქტო პირი სოფო მაქაცარია - 591650500

14:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონ-ბათუმში”, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და გაეროს წარმომადგენლები აჭარის ბიზნეს-სექტორთან შეხვედრას გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics