|
2016-07-07 16:11:17, 594 ნახვა
სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროში დაჭრილი სამხედროების სტაჟირება მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირებაზე მყოფ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სარდლებმა, პოლკოვნიკებმა - შავლეგო ტაბატაძემ და შალვა ჯაბახიძემ, წახალისების მიზნით, მადლობა გამოუცხადეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები - პირველი კლასის რიგითი გურამ ჩიმახიძე და უმცროსი სერჟანტი მიხეილ დოლიძე კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირებას მარტიდან გადიან. მათი ტრენერებად გადამზადების მიზანი კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინტეგრაციაა. სტაჟირების პერიოდში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები კიბერუსაფრთხოების საბაზისო საკითხებს, უწყების სტრუქტურას, ფუნქციასა და ამოცანებს გაეცნენ, ასევე, ჩართული იყვნენ სხვადასხვა აქტივობაში. ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისთვის დაგეგმილ საბაზისო ტრენინგებს, კიბერუსაფრთხოების ბიუროში დასაქმების შემდეგ, სწორედ, გადამზადებული დაჭრილი ჯარისკაცები ჩაატარებენ. პირველი კლასის რიგითმა გურამ ჩიმახიძემ და უმცროსმა სერჟანტმა მიხეილ დოლიძემ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინეს თემაზე - „ვირტუალურ სივრცეში არსებული საფრთხეები“. შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)