12:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-25 13:16:29, 1098 ნახვა

რეგიონი
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღევანდელი დღე მძიმე და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 103 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ბრძოლა ქვეყნის ერთიანობისთვის გრძელდება",- განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

ბათუმში, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში იმყოფებოდნენ, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics