2026-04-08 19:22:20, 634 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
"საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეესკალაციას და წაახალისებს დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერს ის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,