2015-03-16 11:43:26, 991 ნახვა
მსოფლიო
ჯონ მაკკეინი: უკრაინისთვის იარაღის არმიცემა დანაშაულია, ეს ობამას სირცხვილია
„უკრაინისთვის იარაღის არმიცემა დანაშაულია, ეს ობამას სირცხვილია“,-ამის შესახებ აშშ სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ტელეარხ „ტე-ეს-ენ“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ამ ომის მოსაგებად საჭიროა უკრაინელებისთვის იარაღის მიცემა, რომ მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. ეს აიძულებს რუსეთს და რუსებს თავიანთი ქმედებების სანაცვლოდ გადაიხადონ ძალიან კონკრეტული და მაღალი საფასური. ასეთი რამ მოხდა უკვე ავღანეთში. დანაშაულია უკრაინელებისთვის იარაღის არმიცემა, ეს არის შეერთებული შტატების და მისი პრეზიდენტის სირცხვილი“,-განაცხადა მაკკეინმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან